საზოგადოება

ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა

ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა. გზის გახსნას საქარველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრო.

ახალი გზის 13 კმ-დან, გზის 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი ოთხი ზოლი, ხოლო 1.5 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიანი გზით. ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე ნაცვლად 20 წუთისა, 10 წუთში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები