დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო სხდომაზე დღეს პირველი განცხადება გააკეთა. ინფორმაციას ამის თაობაზე ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
„4 დღის განმავლობაში რომ მაწამებდნენ ამაში ჩართული იყო ციხის უფროსი, პენიტენციური სამსახურის უფროსი… სპეციალურად შემოიყვანეს პარასკევს, ორშაბათი ძლივს დადგა და შემოვიდა ადვოკატი, ძლივს შევძელი ხმის მიწოდება… გოცირიძე და შოთა ყიფიანი თან დამყვებოდნენ თანამშრომლებთან ერთად, რომ ვინმესთვის რამე არ მეთქვა, თუმცა იქ თანამშრომლებისთვის რამის თქმას საერთოდ აზრი არ ჰქონდა. ყველანაირად იზოლირებული ვყავდი, ერთადერთი შანსი იყო, რომ გამეძლო ორშაბათამდე, როცა ადვოკატი შემოვიდოდა. წინა ადვოკატთან 11 წელია ვმეგობრობ, შვილის ნათლია ვარ და ესე, მოწმენდილ ცაზე მივიდა ჩემს ოჯახში და ვეღარ ვიქნები ადვოკატიო, წყალს გააყოლა ეს მეგობრობა.
ბოლოს, უკვე აზრზე რო მოვედი, ლეიბები, შემწვარი კარტოფილი, ციხის უფროსმა ცხელი პური გამოგიგზავნაო – მივხვდი, რომ ესენი [კაწრო, ვატო ყიფიანი, გოცირიძე და კაჭარავა] რჩებიან ჩემთან საკანში მეთქი, ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო რამდენად მალე გავუხსნიდი ტელეფონს. შემოსვლის დღიდან ეგრევე ჩემთან შემოიყვანეს, არც კარანტინი გაუვლიათ არაფერი, ციხის „ნასეტკები“ ცდილობდნენ ჩემგან ინფორმაციის ამოღებას“, — ამბობს დავით ფეიქრიშვილი სასამართლო სხდომაზე
