“ეროვნული ფორუმი” “ქართული ოცნების” ე.წ. მშვიდობის მემორანდუმზე ხელმოწერას არ აპირებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ განაცხადა, “ეროვნული ფორუმი” გმობს ყოველგვარ ძალადობას და მსგავსი ძალადობის განხორციელებას პარტიის წევრები და აქტივისტები არ აპირებენ.
ანი მიროტაძეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მემორანდუმზე ხელმოწერა.
მისივე თქმით, ეს მემორანდუმი იმ პარტიებმა უნდა გააფორმონ, რომლებიც მსგავს ინციდენტებში არიან შემჩნეულები.
კომენტარები