29 ივნისს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 24 წლის ვიზაჟისტის, სევა შამოიანის დაწვა სცადა. გოგონა საავადმყოფოდან გუშინ ხელწერილის საფუძველზე გაწერეს და ახლა რეაბილიტაციის კურსს ბაკურიანში გადის. როგორც გოგონა ამბობს, ბრალდებული მისი შეყვარებული არ ყოფილა. მანვე აღნიშნა, რომ ბიჭს ბენზინის საყიდლად თავად გაჰყვა.
„ჩემი და იყო სახლში. ამ ბიჭმა მომიკაკუნა და გარეთ გავედი. ჩემმა დამ მითხრა: ერთ საათში თუ არ მოხვალ დედას დავურეკავო. მომატყუა მანქანაში ბენზინი გამითავდა ვიყიდოთო და ჩემი ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად. წერეთელზე ჩავედით, ხუთლიტრიანი „ბალონით“ იყიდა ბენზინი და ჭიშკართან როცა მოვედით გადამასხა. სანამ ბენზინს გადამასხამდა, ჯერ დამარტყა, ვუთხარი არაკაცი ხარ, როგორ იქცევი-მეთქი და როგორც კი შევედი ეზოში ცეცხლი მომიკიდა. ყველაფერი მახსოვს“, – აღნიშნა დაზარალებულმა.
წყარო: primetime.ge