მომღერალი ხათუნა ჟორდანია, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, სამკურნალოდ ავსტრიაში გამგზავრებას აპირებს. ამის შესახებ, ჟურნალ “სარკესთან” საუბარში მისმა მეუღლემ ზურა ხაჩიძემ განაცხადა.
– როგორ არის ახლა ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– მადლობა ღმერთს, ხათუნას მდგომარეობა უკეთესი არის. მისი ჯანმრთელობისთვის ბევრი ადამიანი ლოცულობს და ამას შედეგი აქვს.
არის მომენტები როდესაც ანალიზების პასუხებში ცვლილებებია, მაგრამ მთავარია ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. დაავადებასთან მიმართებაში ექიმების მიღწევა კომპლექსურია.
ამ ეტაპზე დაავადებამ რეგრესი განიცადა და გაყინულია. სიტუაციის დასტაბილურებას ველოდებით და დაავადების საბოლოო დამარცხებისთვის ავსტრიაში გამგზავრებაც გვინდა.
აქტიური მიმოწერა გვაქვს ავსტრიის კლინიკასთან, რომელიც ამ დაავადებას სხვა მეთოდით, ქიმიოთერაპიის გარეშე ებრძვის.
როგორც კი სისხლის ანალიზი დასტაბილურდება, მაშინვე ავსტრიაში წავიყვანთ. მანამდე ფინანსურ საკიტხებს ვაგვარებთ.
– რა თანხაა საჭირო ამისთვის?
– ავსტრიაში მკურნალობა 75 ათასი ევრო ჯდება. დაფინანსებაზე ფონდ “ქართუში” განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით.
ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე, ზეპირი თანხმობა გვაქვს. იმედია ფონდი “ქართუ” ფინანსებს მალე გამოყოფს და ხათუნას მალე განვკურნავთ. გვეუბნებიან რომ ხათუნა ავსტრიაში 5 კვირაში განიკურნება.
წყარო: ჟურნალი “სარკე”