დღეს გორში 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დაკრძალეს. ბიჭი სამი თვე ებრძოდა სიკვდილს. 9 ივნისს, რესტორან “ჯოსეფის” მიმდებარე ტერიტორიაზე ერეკლეს უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის ვაჟი, მოკრივე თარაშ კანდელაკი ძალოვნებმა დანაშაულის დღესვე დააკავეს. სწორედ მის მამას, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის აღნიშნული რესტორანი.
Ambebi.ge დაუკავშირდა გარდაცვლილი ახალგაზრდის, ერეკლე თედლიაშვილის ბიძაშვილს, ადვოკატ თამარ თედლიაშვილს, რომელიც გამოძიების პროცესშია ჩართული:
– დღეს დავკრძალეთ ერეკლე. ძალიან მძიმე იყო მთელი სამი თვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასიცოცხლო ნიშნები ის იყო, მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი, ისე გარდაიცვალა გონზე არ მოსულა. საოცრად ჭკვიანი, განათლებული, კეთილშობილი ბიჭი იყო, ყველანაირი დადებითი თვისებით შემკობილი. ჩემი ბიძაშვილი რომ არის იმიტომ არ ვამბობ ამას. მართლა უკარგესი იყო. პირველი კურსის სტუდენტი. ამ დღეებში 19 წლის გახდებოდა.
დღეს დაკრძალვა იყო და არ ვესწრებოდი სასამართლო პროცესს. როგორც ვიცი წინასასამართლოს ხდომა ჩატარდა, ბრალდებულს უარი უთქვამს აღმკვეთის შეცვლაზე. დღეს დაკრძალვა იყო და საერთოდ არ ვაყენებ ამ საკითხის რომ გირაოთი გამიშვათო.
სასჯელაღრულებიდან ჩაერთო დისტანციურად პროცესზე. როგორც ვიცი მისი პოზიციაა რომ არ ახსოვს იმ დღეს რა მოხდა. პირველ ეტაპზე ასე ამბობდა და პროკურორის პრეტენზია მის მიმართ სწორედ ის იყო, რომ არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ აღიარებდა დანაშაულს.