ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ჩემი თვალებ-ბრიალა, მუყაოსთავიანი “აღმაშენებელი”!
სწორედაც რომ, ამის იმედი მაქვს… ერთი სული მაქვს, როდის გაიმარჯვებს არჩევნებში და გახდება პრემიერი, იქნებ მაშინ მაინც დაეხმაროს თავის ძმას, იმ 3 ათასი ლარით, რომლის გადახდასაც მე მავალდებულებს სასამართლო, თითქოს მე ამ მომავალი პრემიერის ძმის გათხოვების შესახებ, ინფორმაცია ინტერნეტში განვათავსე…
კი ნამდვილად გამოვაქვეყნე სტატია, მხოლოდ ინფორმაციულად და არა მტკიცებითი ფორმით.. არ დამიჩემებია არასდროს და არც იმ სტატიაში ეწერა არსად, რომ ნამდვილად გათხოვდა ვაშაძის ძმა, ვიღაც მისნაირ სირბლანჯოზეთქო…
უბრალოდ, მთელი ქალაქი, რადგანაც ამაზე საუბრობდა, გავბედე და დავწერე…. მიუხედავად ამისა, მან მაინც მიჩივლა და სასამართლომ, 10 ათასი ლარის გადახდა დამაკისრა, ვაშაძის ძმის სასარგებლოდ…
ცხადია, გადაწყვეტილება გავასაჩივრე შემდგომ ინსტანციაში და 10 ათასიდან, 3 ათას ლარამდე ჩამოვიდა ვაშაძეების ღირსების საფასური…. მე პირადად კი, ეს 3 ათასიც, მართლა ძალიან მეძვირა, ვაშაძეების სინდის-ნამუსის საფასურად და ამჯერად, მეორედ გავასაჩივრე გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში…
იმედი მაქვს, ამ მუყაოსთავიანი აღმაშენებლის ძმას, მხოლოდ სიმბოლურ თანხას, ერთ ლარს გადავუხდი საბოლოოდ, რადგანაც მხოლოდ 1 ლარი ღირს, ორივე ვაშაძის ღირსება ჩემთვის და მეტი არა, არცერთი თეთრით…. რადგანაც არ არსებობს ღირსება მათში, შესაბამისად, ფასიც და ვალიც არ არსებობს.
დაიმახსოვრე, შე მუყაოსთავიანო გარეწარო “აღმაშენებელო”, ვერც პრემიერი ვერ გახდები ვერასდროს, ვერც ჩემგან მიიღებთ ვერასდროს შენ და შენი ძმა იმ 3 ათას ლარს, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდებით, მერე რომ სატრაბახოთ გამოიტანოთ ტელევიზიებში და საერთოდ, მინდა გაჩუქოთ პირადად თქვენ, აღმაშენებელო არჩევნების შემდეგ, დიდი მარცხისა და კრახის აღსანიშნავად, ნაგვით სავსე მუყაოს ყუთი, იმისთვის რომ კარგად ჩაიტენოთ, მაგ სიბინძურითა და ზიზღით სავსე ტვინში, ის პროდუქტი, რასაც სინამდვილეში წარმოადგენ… შენ მართლა სინდის ნამუსისგან გარეცხილო “აღმაშენებელო”… კიდევ ერთხელ გიმეორებ, შენ, ვერასოდეს გაიმარჯვებ ამ ქვეყანაში, რადგანაც შენ იმ პირსისხლიანი ჯალათის ნაფლეთი ხარ, რომელიც დღედღეზე “დაავალე მიშას” პროექტით მოდის უკვე კარგახანია საქართველოში.
ხოდა, დაელოდე ოქტომბერს, “დაავალე მიშას”, მუყაოსთავიანო, “აღმაშენებელო”!” – წერს ლიპარტელიანი.