გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება.
“ამ არჩევნებზე თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაითავისოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულება და საარჩევნო ყუთთან დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. სწორედ ამ ამაღელვებელ დღეს, როდესაც თქვენ გახდით სტუდენტები, მილოცვასთან ერთად მინდოდა გამეზიარებინა თხოვნაც და გამომეთქვა იმედი, რომ თოთოეული თქვენგანი მივა საარჩევნო უბნებზე და თქვენთან ერთად მივლენ თქვენი ახლობლებიც, მეგობრებიც.
თქვენ იქნებით დემოკრატიის ის ელჩები, რომლებიც საზოგადოებას პოლიტიკაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებთ. ვიმედოვნებ, რომ 8 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარები