ვფიქრობ, რომ იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა, შეიძლება ცოტა ზედმეტი ემოციურობა იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ვიყავი ძალიან გულწრფელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა ერთად შეთანხმდა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.
„საუბარი იყო პრობლემებზე. გარე შოკი დასახელდა ყველას მხრიდან. ყველა გამომსვლელი აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ მიუხედავად გარე შოკებისა, რომელიც მიიღო საქართველომ, ყველაზე წარმატებულად საქართველოს ეკონომიკა განვითარდა, სწორედ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ შოკებში ნავთობის ფასის ვარდნა იყო ძირითადი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კომენტარები