ბიძინა ივანიშვილს არ უთხოვია პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და ეს რამდენჯერმე დააზუსტა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საქართველოს ეკონომიკა დღეს ბევრად უფრო კარგად ვითარდება, ვიდრე ვითარდებოდა წინა ხელისუფლების დროს და ვითარდება უფრო კარგად, ვიდრე ჩვენს სამეზობლოში. როცა ნავთობაზე ფასი დაეცა, როცა ჩვენი ძირითადი პარტნიორები, როგორიც არიან უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი არიან მძიმე მდგომარეობაში, საქართველო კი მაინც კარგად ვითარდება, მაგრამ რატომ არის, რომ ფართო საზოგადოებამდე ამის მიტანა არის რთული და უცხოელებს მიაჩნიათ, რომ ჩვენთან არის სიდუხჭირე. იყო ამ თემაზე საინტერესო საუბრები“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ რაც შეიძლება მეტად წარმოაჩინონ ის, რაც საქართველოში კეთდება.
„ბიძინა ივანიშვილს არ უთხოვია პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და ეს რამდენჯერმე დააზუსტა, რომ მოეთხოვა, ეს იქნებოდა არასწორი. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, როგორ შეიძლება ეს მიტანილი იყოს თქვენს მეზობლებთან, თანამშრომლებთან და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.