ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე „თავისუფალი ზონის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ორგანიზაციის გამოყენებას დესტაბილიზაციის მოსაწყობად გეგმავდა.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავები აუცილებლად დაინტერესდებიან აღნიშნული საკითხით.
„საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას პოზიტიურად აფასებს აშშ-ს ელჩი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ეუთო, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო დემოკრატიული ყოფილიყო და თანაბარ გარემოში წარმართულიყო. რაც შეხება ამ განცხადებას, მოგეხსენებათ, თავადაც ვმუშაობდი შსს-ში, დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ ამ განცხადებაზე ადექვატურ რეაგირებას და დეტალურად გამოიკვლევენ თუ რამდენად საფუძვლიანია ეს განცხადება და მიიღებენ შესაბამის ზომებს. მე როგორც კანდიდატი მოველი, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ადექვატური რეაგირება. რაც შეეხება დესტაბილიზაციის რაიმე მცდელობას. აქამდეც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ერთადერთი გამოსავალი იმ გაკოტრებული პარტიისთვის, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის, რომ რაიმე ხერხებით და მეთოდებით მოახერხონ და ზიანი მიაყენონ საარჩევნო კამპანიას და არჩევნების შედეგებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ ეს არ გამოუვათ. ხელისუფლლება იძლევა ამის გარანტიას რომ არჩევნები ჩატარდეს სტაბილურად და საარჩევნო შედეგების გათვალისიწნებით ქვეყანა და ხელისუფლება გააგრძელებს ფუნქციონირებას.
მე როგორც კანდიდატმა მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ არანაირი შფოთვის და პანიკის საფუძველს ეს განცხადება არ იძლევა. გარდა იმისა, რომ ამაზე მოხდება ადექვატური რეაგირება სამართალდამცავები ორგანოების მხრიდან. ჩვენ აუცილებლად საქმის კურსში ჩავაყენებთ დამკვირვებლებს და მოკავშირეეებს აშშ-ში რათა მათაც კიდევ ერთხელ გამოთქვან მათი პოზიცია და გაითვალისიწნონ ის მცდელობები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ამ არჩევნებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე – ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენებთ დამკვირვებლებს და მოკავშირეეებს აშშ-ში, რათა გაითვალისწინონ ის მცდელობები, რაც “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს
2016/09/26 16:13:42
კომენტარები
ნანახია: 1680 ჯერ