ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრები კანონიერი ქურდებისგან ფულს იღებდნენ და შემდეგ უშვებდნენ.
„ნაცები” ბოლო დროს სულ აპელირებენ ე.წ. კანონიერ ქურდებზე. რაც თვითონ აქვთ გაკეთებული, იმას აბრალებენ სხვას, რამდენიმე კანონიერი ქურდი რომ დაიჭირეს და ფულის სანაცვლოდ გაუშვეს, ის როგორ იყო? ერთი გარდაცვლილია და გვარს ვიტყვი – ქუთათელაძისგან მილიონი დოლარი რომ აიღეს, რატომ არ მოამზადებს ამაზე გვარამია გადაცემას? ეს კაცი იყო კანონიერი ქურდი, აიღეს ფული და გაუშვეს. მეორისგან აიღეს 5 მილიონი და გაუშვეს. პირველი 2006 წელში იყო, მეორე – 2008-ში, ომამდე. მაშინ ნიკა გვარამია იყო პროკურატურაში მაგათი ზედამხედველი.
ქუთათელაძის საქმეში ადეიშვილია გარეული, ეგ იყო გენპროკურორი. ამათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვეძინა და არაფერი ვიცით? შაქრო კალაშოვის საქმეზე 1 მილიონი დოლარი რომ შემოიტანეს სომხეთიდან, ეგ როგორ მოხდა? ამაზე საჩივარი მაქვს შეტანილი მთავარ პროკურატურაში. დოკუმეტები მაქვს წარდგენილი, როგორ შემოიტანეს სომხეთიდან ფული, რათა კალაშოვისთვის თავი დაენებებინათ. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ჩემთან მოვიდა პიროვნება, ახლა ვერ დავასახელებ, ყველაფერი დაწერა, რა იყო, როგორ იყო, დაასახელა გვარები, ვისთან მიიტანეს ფული, ვინ იყო მოლაპარაკებებში ჩართული და ასე შემდეგ. ეს კბილაშვილის პროკურორობის პერიოდში შევიტანე. დღესაც ველოდები გამოძიების დაწყებას!” – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.