ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ნიკა გვარამიას განცხადებაზე ისაუბრა.
“ცუდია, რომ ამ დღეს გვიწევს ამ თემაზე საუბარი. არაერთხელ ვისაუბრეთ, რა იგეგმებოდა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში. კიდევ ერთხელ, აქ საუბარია დესტაბილიზაციაზე, რომელიც შეგნებულად უნდა განხორციელდეს ნაცმოძრაობის გეგმის მიხედვით. თუმცა, მათი დრო წასულია და არ აქვს ამ გეგმის აღსრულების რესურსი. როდესაც ვისმენდი ამ ჩანაწერებს, ძალიან მძიმე გასახსენებელი იყო, რომ ეს მარგინალი პოლიტიკოსების ერთობლიობა ჩვენს ქვეყანას მართავდა 9 წელიწადი და დღემდე სარგებლობს წამყვანი ოპოზიციური პარტიის სტატუსით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ჟონავს “ნაცმოძრაობის” ოფისებიდან. ერთიც მნიშვნელოვანია, ვუსმინე ნიკა გვარამიას ბრიფინგს და საინტერესოა, “ნაცმოძრაობას” ბრიფინგი არ ჩაუტარებია და მისმა პარტიული ტელევიზიის დირექტორმა ჩაატარა და მათ ნაცვლად გააკეთა განცხადებები. ნიკა გვარამიამ ისაუბრა, როგორც გენერალურმა პროკურორმა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.