პაატა ბურჭულაძე პიროვნულად მეცოდება, რადგან მისი დიდი ხნის მანძილზე მოპოვებული ავტორიტეტი ხელოვნურად და უსუსურად გაფანტა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “გირჩის” მხრიდან საარჩევნო ბლოკ “სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვების შეფასებისას განაცხადა.
”პიროვნულად მეცოდება პაატა ბურჭულაძე. დიდი ხნის მანძილზე მოპოვებული ავტორიტეტი ხელოვნურად და უსუსურად გაფანტა. სცენაზეც რომ დაბრუნდეს იქნება აღქმული ”არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი”, – განაცხადა ქანთარიამ.
ის გამორიცხავს, რომ ”გირჩს” ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.
”გამოვრიცხავ ამას, რომ აფინანსებდა. თუ ასეთ რამეს ქონდა ადგილი, აქამდე რანაირად ვერ გაიგო პაატა ბურჭულაძემ. ეს ძალიან არარეალურია. მითუმეტეს ზურაბ ჯაფარიძის კომენტარებიც მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ქანთარიამ.
ნუკრი ქანთარია – პიროვნულად მეცოდება პაატა ბურჭულაძე
2016/09/28 13:07:32
ნანახია: 1600 ჯერ