გიორგი ვაშაძე საარჩევნო ბლოკს „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ არ ტოვებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს ვაშაძემ განუცხადა, ის თანაგუნდელებთან ერთად ბრძოლას კოალიციაში აგრძელებს.
„დღის მანძილზე გვქონდა საუბრები, კონსულტაციები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება – ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას საარჩევნო ბოლოკის სახით ამ არჩევნებში და ვაპირებთ, რომ ძალიან მაგარი შედეგი დავდოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
კომენტარები