ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც მერაბ მეტრეველმა განაცხადა, ამ ეტაპზე პოლიტიკისადმი ინტერესი აღარ აქვს.
“პაატა ბურჭულაძის კოალიციაში დაბრუნებას არ განვიხილავ, წინ და უკან სირბილი ცოტა არასერიოზულია რაც მთავარია, ამ ეტაპზე პოლიტიკისადმი ინტერესი დაკარგული მაქვს. არ ვაპირებ პოლიტიკაში ჩართვას”, – განაცხადა მეტრეველმა.
კომენტარები