ბურჭულაძის ბლოკიდან ჩვენს გაშვებაზე საუბარი არანაირად არ ყოფილა. ბურჭულაძის ბლოკი ჩვენ დავტოვეთ და არავის არსად არ გავუშვივართ, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა 2030-ში.
“ეს ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, რომელიც იქვე, ადგილზე მივიღე. ბურჭულაძემ კონკრეტული ულტიმატუმი წამიყენა. ერთ საათში რაღაც პრობლემა უნდა მომეგვარებინა, რომელიც როგორც მერე გაირკვა, ფინანსებთან იყო დაკავშირებული. თუ ვერ მოვაგვარებდი, ის აპირებდა, სიიდან კონკრეტული ადამიანები ამოეღო. ბურჭულაძე სიაში „გირჩის“ წევრების დატოვების სანაცვლოდ 4 მილიონ ლარს ითხოვდა. ამ შეხვედრას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კომენტარები