ეს ჩანაწერი ვინ გააკეთა მე მხოლოდ იმიტომ მაინტერესებს, რომ მას ამისთვის მადლობა ვუთხრა, რადგან საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ ჭეშმარიტი სახე და მიზანი გაურკვეველი იყო და ასეთი ჩანაწერები მათზე მხოლოდ დადებითად აისახება”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, გია იაკობაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, შინაარსიდან ირკვევა, რომ ჩანაწერი თავად სააკაშვილის და მისი გუნდის მიერაა ჩაწერილი.
“როგორც ჩანაწერის შინაარსი გვიჩვენებს, ეს თვითონ სააკაშვილის და მისი გუნდის მიერაა ჩაწერილი, რაც არ მიკვირს, რადგან ჩასაძირად განწირული გემიდან როგორც წესი, ვირთხები გარბიან ხოლმე. დარწმუნებული ვარ, აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგინდება, მაგრამ სანამ ეს დადგინდება, საზოგადოება ერთ რამეზე შეთანხმებულია – „ნაციონალური მოძრაობა“ არის ამის მთქმელი და მქნელი, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით მათ მიერ დაგეგმილ თუ განხორციელებულ ძალადობას, რომელსაც წლების შემდეგ, რატომღაც, შეცდომა უწოდეს”, – განაცხადა ჟურნალისტმა.