უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ჩემი მეზობელია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენლმა დავით სერგეენკომგანაცხადა. ის თამარაშვილის ქუჩაზე, იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა და მამაკაცი დაიღუპა. მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მეზობლებს არც აფეთქების ხმა გაუგიათ.
“მეც ახლა გავიგე, რომ მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც კვამლით გაიგუდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, არ ვიცი დეტალები რამ გამოიწვია ეს ხანძარი. ალბათ მალე გვეცოდინება ამის შესახებ. ჩემი მეზობლები არიან. მეც ამავე სახლში ვცხოვრობ და სამწუხარო ამბავია. მე გასული ვიყავი, რომ გავიგე დავბრუნდი ეზოში”- განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაღუპულია ერთი ადამიანი.