„ყველას კარგად ახსოვს საქმე, რომელზეც ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი.
საქმე ეხებოდა, აწ უკვე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, რომელმაც ბენზინი მიასხა თავის შეყვარებულს და დაწვა“, – ასე იწყებს სოციალურ ქსელში სტატუსის წერას ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე. მისი მტკიცებითაც პირი, რომელმაც გოგოს ბენზინი გადაასხა, უდანაშაულოა.
ბრადაველიძის ინფორმაციით, საქმის დეტალები არასწორადაა გაშუქებული და აღნიშნული პირს მკვლელობის მცდელობის განზრახვა არ ჰქონია.
„ამ საქმეში ჩავერთე, გავეცანი საქმის მასალებს და როგორც უმრავლეს შემთხვევაში აქაც არასწორად მოხდა ინფორმაციის გაჟღერება უმრავლეს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით!
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბრალდებულ შ.გ.-ს არ ჰქონია სავარაუდო დაზარალებულის მკვლელობის მცდელობის განზრახვა, რაც საქმეში არსებული მტიიცებულებებით დასტურდება.
დღეს დასრულდა აღნიშნული საქმის წინასასამართლო სხდომა, სადაც პროკურორმა მოითხოვა ჩემს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დაუშვებლად ცნობა, რომლითაც გადამოწმებული იყო საქმეში არსებული მოწმის ჩვენება.
მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მტკიცებულება ცნო დასაშვებად.
ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ურთულესი საქმეა.
დაზარალებული არაერთხელ იყო სატელევიზიო გადაცემებში მიწვეული და აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების აზრის შესაქმნელად, რომ ბრალდებული არის უპირობოდ ადამიანი, რომელმაც მისი მოკვლა განიზრახა, არ შეესაბამება სიმართლეს.
საქმის მასალებით მტკიცდება საპირისპირო, რაც მაძლევს სრულ უფლებას იმის სათქმელად, რომ შ.გ წარდგენილ ბრალდებაში, სადაც მას მკვლელობის მცდელობას ედავებიან არის უდანაშაულო!
ამ საქმესთან დაკავშირებით შეგნებულად არ ვავრცელებდით ინფორაციას, ვინაიდან ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულიყო ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.
თუმცა, დღეს, როდესაც საქმე გადაეცა არსებითად განსახილველად თავს უფლება მივეცი მესაუბრა ამ საქმეზე საზოგადო ინტერესიდან გამომდინარე გაეგოთ სიმართლე.
საქმის უშუალო დეტალებზე მოგახსენებთ უახლოეს დღეებში“,- წერს ადვოკატი.
ინფორმაციისთვის, თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 ივნისს 1 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებულმა სხეულის 37%-იანი დამწვრობა მიიღო

