“პაატა ბურჭულაძის განცხადებით, თქვენ აფინანსებდით “გირჩს” და სწორედ ამიტომ გაუშვა ეს პარტია მისი კოალიციიდან, რა კომენტარს გააკეთებდით”, – ჟურნალისტის შეკითხვას ყოფილმა პრემიერმა გორში, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე უპასუხა:
“ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. გინესის წიგნში წევრები გვყავს რამდენიც გინდათ, მაგალითად მარგველაშვილი – მოვიდა თუ არა მეორე დღესვე საკუთარ გუნდს დაუპირისპირდა. ბურჭულაძემაც მაგარი რეკორდი დაამყარა. ამხელა იუმორი პოლიტიკაში არავის შემოუტანია. ასე მოკლედ დროში კაცმა თავი გაიფარჩაკოს, იშვიათია. მის განცხადებებს სერიოზულად ვრ ვუპასუხებ. მოვუწოდებდი, არ ეცრუა. საოცრებებს ახერხებს ყოველ დღე. ანეკდოტები დადის მასზე. ბოლო ანეკდოტი იყო, მან პარტია შექმნა თუ დამკრძალავი ბიუროო… წერს დაარტყავენ, მიდიან და გამოდიან. ყველას უნდა ოპონენტად ნახონ ივანიშვილი. ცდილობენ ჩემს დებატებში ჩარევას და ამით ცდილობენ იმიჯი გაიუმჯობესონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.