გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 703-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმშია 2 326 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 592 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 280 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კომენტარები