ამ ეტაპზე ქვეყანას, დაახლოებით, 3 ათასამდე საწოლის მობილიზება შეუძლიაკოვიდისთვის. მაგრამ თუ ჩვენ დავიჭერთ 25-20%-ს საავადმყოფოებში ახალი ინფიცირებულებისმოთავსებისას, მაშინ დიდი იმედი მაქვს არ დაგვჭირდება ახალი სივრცეების მობილიზება ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ე.წ. ტრიაჟი, ანუ რამდენად სწორად გავაკეთებთ ტრიაჟს. დღეს არსებული 5 ათასი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოებში წევს, გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს საავადმყოფოებში მკურნალობას, საჭიროებენ კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე მკურნალობას. საერთაშორისო პროცენტი აქტიური კოვიდინფიცირებულებიდან სხვადასხვა ქვეყანაში მერყეობს 5-7-10%-ის ფარგლებში, ვისაც საავადმყოფოში მკურნალობა სჭირდება. ჩვენთვის უპრიანი იქნება თუ ეს მაჩვენებელი 15-20%-ის ფარგლებში გვექნება, რადგან არ დავიკავოთ საავადმყოფოში ადგილი იმის, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა და ინტენსიური თერაპია. ამის განაწილებას, რომელიც ჩვენზე, ექიმებზეა დამოკიდებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, მზარდი ინფიცირების ფონზე“, – განაცხადა გამყრელიძემ. გაგრძელება

