“ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას მეუღლე, მაკუნა გამცემლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“20 წელი გავიდა ამ ფოტოებიდან.
ძალიან საინტერესო 20 წელი, უამრავი მოგონებებით.
26 წლის იყო ბექა 18 წლის მაკუნამ ჩემი ბედი რომ ვანდე ამ თითქოს პატარა მაგრამ ძალიან დამოუკიდებელ, წარმატებულ და უზომოდ კეთილ ბიჭს.
… ხოდა 20 წლის მანძილზე 20-ჯერაც არ მინანია.
კიდევ ბევრი 20 წელი მინდა შენთან ერთად Beka
ვიცი არასდროს უნდა ვთქვა სიტყვა “არასდროს” , მაგრამ ყოველთვის ვიტყვი და მჯერა რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ჩვენს თავს”-წერს გამცემლიძე.
კომენტარები