კორონავირუსის გავრცელების ჯაჭვის წყვეტის ერთადერთი გზა მკაცრი ჩაკეტვაა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ცხოვრებაში მთავარი, სიცოცხლეა, ამიტომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს.
„კორონავირუსს დღეს „ტერორში“ ჰყავს მთელი სამყარო. „ფსიქოლოგიური ტერორი“ რომ ავიცილოთ თავიდან, ადამიანებს დადებითი განწყობა უნდა შევუნარჩუნოთ. კორონავირუსი ხშირ შემთხვევაში, 20 პროცენტში იძლევა გართულებებს, თუ ვიქნებით ინფიცირებული, ყველამ უნდა ჩავთვალოთ, რომ უნდა მოვხვდეთ 80 პროცენტში, რომ გადავრჩეთ.
დამეთანხმებიან თუ არა სხვები არ ვიცი, მაგრამ როდესაც რესურსი არ გაგაჩნია და ის ამოწურვადია, უნდა ვიფიქროთ მკაცრ ჩაკეტვაზე“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
კომენტარები

