“მემარცხენე ალიანსის” ლიდერის სოსო შატბერაშვილის განცხადებით 9 ოქტომბრის ღამეს „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩების პიკეტირებასა და დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს, – ამის შესახებ შატბერაშვილმა „მარშალპრესის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2012 წელს ხელისუფლებას ჩამოცილებული მილიონრები და მილიარდერები, რამდენიმე დღეში სახელმწიფო გადატრიალებს გეგმავენ. ამ არეულობის ნიადაგაზე, ისევ და ისევ ძალადობრივი და არა არჩევნების გზით, კვლავ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ.
ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზა გახლავთ დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ჩემგან დასახელებული მილიონრები და მილიარდერები, პროფესია – სახელმწიფო გადამტრიალებლები გახლავთ: სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, თარგამაძე, ბოკერია და ძმანი მათნი. თითოეული მათგანი გახლავთ მილიარდერი და მათთან ერთად მრავალი მილიონერი, რომლებსაც შერჩათ ნაძარცვი ქონება, თუმცა ეს არ აკმაყოფილებთ და ქონებასთან ერთად ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ. ჩვენი ინფორმაციით, 8 ოქტომბრის ჩათვლით ყველაფერი წყნარად იქნება, ხოლო 8 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ღამეს გამოვლენ და მოუწოდებენ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ.
პირველ რიგში, პარლამენტის შენობის წინ გამოვლენ, შემდეგ დაიწყება ქუჩების ჩახერგვა, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებები, ასევე მოწოდებები რევოლუციისა და დესტაბილიზაციისკენ, ოღონდ დემოკრატიის ეგიდით. ამ ყველაფრის შესახებ, ჩვენ მაისის თვიდან ვაფრთხილებდით მოსახლეობას“, – აცახადებს სოსო შატბერაშვილმა.