ფინანსთა მინისტრმა განმარტა რა სფეროებზე ნაწილდება ის 1,1 მილიარდი ლარი, რომელიც მოსახლეობის დასახმარებლად დაიხარჯება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 500 მილიონს ის თანხა შეადგენს, რომლის გადახდისგან შეღავათების სახის ბიზნესი დანარჩენი 600 მილიონი კი სოციალური პროგრამების ღირებულებას წარმოადგენს.
„ეს იყო 300-ლარიანი დახმარება, ეს იყო კომუნალური სუბსიდირება, რომელიც 270 მილიონ ლარამდე იქნება, შეიძლება 300 მილიონამდე იყოს; ეს იყო 6 თვის განმავლობაში 200-ლარიანი, ჯამში 1200-ლარიანი დახმარება, რაც ასევე ფაქტობრივი მონაცემებით იყო 150 მილიონი და ახლა შევხედავთ და ვნახავთ, იმედია ნაკლები იქნება, ანუ ნაკლები ადამიანი აღმოჩნდება უმუშევრების სიაში და აშ. “, – განმარტა მაჭავარიანმა.
კომენტარები