„ქართული ოცნება“ ისევ დამაჯერებელი უმრავლესობით მოვა პარლამენტში და თავად გადაწყვეტს, ვის რა აპატიოს და ვის არა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გიგა ბოკერიას განცხადებას.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია და მისი იდეოლოგია არის ამ ქვეყნის მძიმე წარსული და ცინიკურია, როდესაც ისინი ამნისტიასა და პატიებაზე საუბრობენ.
„ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია და მისი იდეოლოგია არის ამ ქვეყნის მძიმე წარსული. ცოტა ცინიკურია, როდესაც ის საუბრობს ამნისტიაზე და პატიებაზე. შეიძლება იმას გულისხმობს, რომ მოხვალთ ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ გვაპატიეთ და აღარ დაგვიჭიროთო”– განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მანანა კობახიძემ.
კომენტარები