დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „რუსთავი2“-ის ეთერში კოვიდპაციენტებზე ორიენტირებულ საწოლფონდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას სულ 8500 საწოლფონდის რესურსი აქვს.
„დღეს, ჩვენ გვაქვს 12 000 საწოლის რესურსი, 12 000 საწოლიდან ყველას კოვიდს ვერ დავუთმობთ. ვიცით, რომ ქვეყანაში შეჩერებულია გეგმიური ოპერაციები, გეგმიური დახმარება, რომელიც ითმენს და ეს შეჩერებულია.
მხოლოდ კოვიდზე ორიენტირებული დღეს 85-დან 90-მდე კლინიკაა და მათი საწოლფონდი სულ 7000-ია. ამას გარდა კიდევ არის 1500 საწოლი, შესაბამისად სულ 8500 საწოლი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები