კულტურის პალატის ხელმძღვანელ დავით ოქიტაშვილის პოსტი ფეისბუქში:
“გადავწყვიტე, ამ აქტუალურ თემას პოსტი მივუძღვნა. ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ბოღმებს მადლობას გადავუხდი იმისთვის, რომ შთამაგონეს (მეგობრებში ბევრი მყავს არ ვიმჩნევ)
მაშ, ასე! დავიწყოთ სიტყვის განმარტებით: – “ბოღმა შურიც არს, ანუ მწუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა”.
ბოღმები: – საზოგადოების “კიბოები”, რომლებიც ენერგიას სხვების ლანძღვითა და დამცირებით იღებენ. ისინი ვერ იტანენ წარმატებულ ადამიანებს. ვერ იტანენ, როდესაც ვიღაცაზე კარგს წერენ, ვიღაცას აქებენ.
არასოდეს ამაყობენ თავიანთი ეროვნების ადამიანით, რომელმაც ამა თუ იმ სფეროში წარმატებას მიაღწია ან, უბრალოდ, რაღაცა კარგი გააკეთა ქვეყნისთვის. პირიქით, ეს
მათ აღიზიანებთ (ამ დროს მუცლისა და გულ-მკერდის არეში ნამდვილ რევოლუციას გრძნობენ და შეიძლება სიმწრით კუჭიც კი აეშალოთ).
ინტერნეტში ძირითადად იმისთვის შემოდიან, რომ სხვებს ნერვები მოუშალონ და თუ ვიღაცას საქმესაც გაუფუჭებენ, მთლად უკეთესი‼️- დღის მისია შესრულებულია‼️
ბოღმა ძალიან ახლო კავშირშია შავ შურთან. ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია დაბალ ინტელექტთან. მათ არა აქვთ IQ, რადგან საერთოდ არ იციან რა არის (ან საჭიროებას ვერ ხედავენ).
ბოღმები თითქმის ყველგან არიან, განსაკუთრებით – ინტერნეტსივრცეში. ბოლომდე მაშინ აფრქვევენ შხამს, როცა საშუალება ეძლევათ, თავიანთი აზრი ანონიმურად დააფიქსირონ.
სიამოვნებას ღვარძლიანი კომენტარების დატოვებით იღებენ, რომლებსაც საერთოდ არანაირი კავშირი არა აქვს ჯანსაღ კრიტიკასთან. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი ბოროტებასაც უპრობლემოდ ჩაიდენენ. სულ მოლოდინში არიან, თუ როდის ჩავარდება ის ადამიანი განსაცდელში, რომელმაც “გაამწარათ”.
თუ შეეპასუხებით, პირდაპირ ლანძღვაზე გადმოვლენ, რადგან, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ინტელექტის დეფიციტს განიცდიან.
ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის მომენტია, როდესაც სხვა ეროვნების, სრულიად უცხო ადამიანები ამაყობენ შენით და შენიანი ძირს გითხრის და მთელი შემართებით ცდილობს ზიანი მოგაყენოს, დაგამციროს, ჩაგქოლოს, დედა მ***-ას.
მართლა სირცხვილია!
ხომ შეიძლება, ხანდახან რაღაცა კარგიც დაწერო⁉️ნუთუ ასე ძნელია⁉️არ მესმის, რატომ უნდა გიჩნდებოდეს სურვილი, რომ მხოლოდ ცუდი წარმოაჩინო⁉️რატომ უნდა გეზიზღებოდეს ადამიანები, რომელთაც პირადად შენთვის არაფერი დაუშავებიათ⁉️
განვაგრძოთ!
ზოგი ბოღმათაგანი, თავის აგრესიას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის. “რა დროს ეგ არის, როცა ქვეყანა თავზე გვენგრევაო”. ისინი ვერასოდეს გააცნობიერებენ, რომ ქვეყანა სწორედ მათი “სიბნელის” გამო გვენგრევა (‼️‼️)და თუ გააცნობიერეს, არასოდეს აღიარებენ, რომ პრობლემა თავად საზოგადოების ამ ნაწილშია და არა (მათ მიერ არჩეულ) მთავრობაში, (არავის ადვოკატი მე არვარ და არც გამოვდგები)რომელიც ხალხს “ფულებს არ ურიგებს”.
არიან კიდევ ისეთი ბოღმები, რომლებიც კმაყოფილები არიან თავიანთი პერსონით. მათი ბოღმა – ამპარტავნობითაა გამოწვეული. თუ მსგავსი გადაგეკიდათ, მაშინ – ოოო…
თუ მათ ისეთ სიტყვიერ ბრძოლაში გამოიწვევ, სადაც ინტელექტს – სარკაზმს და ირონიას მოხერხებულად შეუთავსებ ერთმანეთს და მათკენ მიმართავ, შეიძლება ისეთ დღეში ჩააგდო, რომ დეპრესია დაემართოთ, მაგრამ მინდა გითხრათ, მათთან “ბრძოლას” არავითარი აზრი არა აქვს, რადგან:
1.მათი ფსიქიკა ირონიისა და სარკაზმის მიმართ იმუნურია.
2.ფსიქიკას მაინც ვერ დაუნგრევთ, რადგან ის ისედაც დანგრეულია.
გავიხსენოთ ომარ ხაიამის სიტყვები: – “ჩვენზე ცუდს ამბობს ის, ვინც ჩვენზე უარესია. მას, ვინც ჩვენზე უკეთესია, ჩვენთვის არა სცალია”.
მე კი მხოლოდ იმიტომ მოვიცალე ამისთვის, რომ “სხვის სიკეთესა ზედა დამწუხრებულებს” ვურჩიო: – როგორმე ეცადეთ, ამ “დაავადებას” შეებრძოლოთ (თუ უკვე ძალიან არ გაქვთ სისხლ-ხორცში გამჯდარი). კიბოს საწყის სტადიას სხივური თერაპია შველის. თქვენც “დასხივდით” პოზიტივით‼️‼️
შეეცადეთ დაინახოთ (დაწეროთ) კარგიც. იკითხეთ ბევრი, უყურეთ ფილმებს, შემეცნებით გადაცემებს, ისეირნეთ ქუჩებში, ყურსასმენებით მუსიკას უსმინეთ და ეცადეთ, კონცენტრაცია დადებით რაღაცებზე მოახდინოთ.
დაატანეთ თავს ძალა და გაუღიმეთ ადამიანებს. თუნდაც არ იცნობდეთ მათ, მერე რა
და თუ ამ პოსტის წაკითხვით კიდევ უფრო დაიბოღმეთ და უფრო მეტი შემართებით აპირებთ ღვარძლის ნთხევას, მაშინ უკვე აღარც თერაპია გიშველით და აღარც ტვინის გადანერგვა! ამ შემთხვევაში გეტყოდით: -მეცოდებით უკვე აღარაფერი გეშველებათ.აღარც ფორთოხლის ოყნა გიშველით, .წერტილი”- წერს დავით ოქიტაშვილი.