საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ ქარჩავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხი ათასი ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.
ასევე, სიძულვილის ენის და საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლომ გოჩა მშვენიერაძე 1500 ლარით დააჯარიმა. სხდომაც ბრალდებული არ ესწრებოდა. რაც შეეხება სოლომონ მეტრეველის საქმეს, პროცესი ცხრა ივლისისთვის გადაიდო.
სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე სხდომა გაიმართა თელავის რაიონულ სასამართლოშიც. მოსამართლემ მოქალაქე იოსებ ჭუაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
კომენტარები
