კორონავირუსით 44 წლის ასაკაში, მღვდელი დავით მაჩიტაძე გარდაიცვალა.
„ახლახანს შევიტყვე, რომ კოვიდ პანდემიამ შეიწირა არაჩვეულებრივი ადამიანის, უკეთილშობილესი მამა დავით მაჩიტაძის სიცოცხლე. ის მხოლოდ 44 წლის გახლდათ. ვუსამძიმრებ მაჩიტაძეების დიდ ოჯახს.
ამ სურათზე მამა დავითი აღბეჭდილია შინდისის წმიდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დეიდამისის, მონოზონ მარიამის (საპატრიარქოს მთავარი ბუღალტრის ვერიკო მაჩიტაძის) საფლავზე პანაშვიდის გადახდის დროს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ბიძა არქიმანდრიტი ბასილი (ზედაზნისა და ჯვრის მონასტრების წინამძღვარი) 90–იანი წლების არეულობის ჟამს დაგვეკარგა და დღემდე არ ვიცით მისი ადგილ–სამყოფელი.
მამა დავით! ცრემლებით დაგტირი, ლოცვით ვცდილობ შენს შეწევნას… აი, ნუგეშის თქმა კი ძალიან მიჭირს შენი ოჯახისა და ახობლებისათვის…
ქრისტემ შეივედროს შენი სული! ამინ!“- წერს მამა ადამი სოციალურ ქსელში.