ლევან რატიანი კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგ განმარტებებს აკეთებს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირება ვირუსით დაავადებას არ ნიშნავს. ამის შესახებ რატიანმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
“კორონავირუსის ინფიცირება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დაავადებული, ეს მინდა მოსახლეობამ გაიგოს.
თუ PCR ტესტის გაკეთების შედეგად აღმოაჩნდა, რომ ის არის პოზიტიური, მაგრამ კლინიკური სიმპტომატიკა არ გამოვლინდა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის დაავადებული კორონავირუსით.
Covid-19 არის დაავადება, ადამიანს პლიუს ინფექცია და პლიუს კლინიკური გამოვლინება.
ეს ორი განსხვავება, სამწუხაროდ, მკაფიოდ არ იყო ჩვენს მოსახლეობამდე მიწოდებული, ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას. ამიტომ უნდა ვიყოთ მშვიდად, არ უნდა ვიყოთ ქაოსში.
მე ვარ ინფიცირებული, თუ მაქვს კლინიკური სიმპტომატიკა გამოვლენილი, როგორიც არის სუნთქვის უკმარისობა, ძლიერი სისუსტე, ცხელება და ა.შ.
თავად კლინიკური გამოვლინებები კი 5 კომპონენტად შეგვიძლია დავყოთ: ეს არის აკლინიკური, საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული.
ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძლიერი საერთო სისუსტე, 48 საათში გამოხატულია 38+1 გრადუსი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება.