ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 56 წლის კაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 79 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან 4-ის მდგომარეობა კი მძიმეა.
„კლინიკაში გვყავს 79 პაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობᲐში გარდაიცვალა კრიტიკულად მძიმე პაციენტი. 56 წლის კაცს კოვიდის გარდა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
კომენტარები