ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, ალეკო ელისაშვილის შესახებ საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს:
“ალეკო ელისაშვილს ვიცნობ თითქმის ბავშვობიდან, მასთან ერთად ბევრ სამსახურში მიმუშავია! არასოდეს შემპარვია ეჭვი არც მის ვაჟკაცობაში და არც მის პატრიოტიზმში! ერთსაც ვიტყვი, ძალიან ბევრი წლის წინ როცა დადიანების სასახლის ეზოს ნაწილის მისაკუთრებას ერთი ბიზნესმენი გვედავებოდა და საჯაროდ “ფეხების მომტვრევითაც” დამემუქრა, ალეკომ ლევან იოსელიანი გამაცნო და ამ საუკეთესო იურისტმა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში დადიანების მამული გასხვისებისაგან იხსნა!
ისიც მახსოვს როცა მაბულინგებდნენ მხოლოდ ალეკო ელისაშვილს ეყო ვაჟკაცობა ჩემი და ჩემი ინსტიტუციის დასაცავად ხმამაღლა ამოეღო ხმა! მეც დღეს საჯაროდ ვუცხადებ სოლიდარობას, როგორც ჩემი ყრმობის მეგობარს, ვიცი რასაც აკეთებს მხოლოდ სამშობლოს საკეთილდღეოა! ბიჭებო მაგრად, ქარიშხლების არ შეგეშინდეთ
ვისაც ჩემი პოსტი არ მოგწონთ მშვიდად ჩაიარეთ, ან გაატარეთ ან წამშალეთ! არავის არ გივარდებით კედლებზე, მეც ნუ შემომიხტებით!”– წერს კალანდია.