ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 9,176 ადამიანს დაუდასტურდა, 156 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 894,215 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 15,154 პაციენტი ემსხვერპლა, 501,564 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
კომენტარები