კახა კალაძის თქმით, განიხილავენ, იქნება თუ არა მიზანშეწონილი, რომ „კომენდანტის საათმა“ ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე გადაიწიოს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება „კომენდანტის საათს“, რომ 21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 11:00 ან 12:00 საათამდე.
განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც კომენდანტის საათი დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ყველაფერი ჩამქრალი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ქვეყნის მთავარი საშობაო ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო.
28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;