ატყობთ, პოლიტიკური აზროვნებისა და ანალიზის რა „ბუმბერაზთან“ გვაქვს საქმე? – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც გია აბაშიძე Facebook-ზე წერს, „ფილოსოფოსი ექს-პრეზიდენტი გადაცემის წამყვანებმა ძალიან სამართლიანად აკენწლეს“.
„მარგველაშვილი „ღამის კურიერში“. რამდენიმე ამონარიდი, თუ რა სიბრიყვეები თქვა თითქოსდა იმპოზანტური პოზით:
– არჩევნები მოიპარეს, გაყალბდა და ამას მეუბნებიან პირად საუბრებში უცხოელი კონტაქტები;
– რომც არ გაყალბებულიყო, მაინც დასანიშნია ხელახალი, რიგგარეშე არჩევნები;
– ჩემი საპრეზიდენტო არჩევნებისას არანაირი დარღვევას ჰქონდა ადგილი…
ატყობთ, პოლიტიკური აზროვნებისა და ანალიზის რა „ბუმბერაზთან“ გვაქვს საქმე?
ძალიან სამართლიანად აკენწლეს ფილოსოფოსი ექს-პრეზიდენტი გადაცემის წამყვანებმა“, – წერს გია აბაშიძე.