ამ ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად შემცირებულია. თუ ამ ტაქტიკით გააგრძელებს სახელმწიფო, მჯერა, რომ ინფექციის შეკავება მოხდება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში განაცხადა.
„გასაგებია პოლიტიკა, ეკონომიკა, მისი ღირებულებები, მაგრამ მთავარია სიცოცხლე. ფაქტია, რომ ამ კარანტინმა და იზოლაციამ ინფექციის მკვეთრი შემცირება მოახდინა. მე, როგორც რიგითი ექიმი, ჩემთვის სიცოცხლე უპირველესია, ყველასი ყველაფერი მესმის, ვიცი კარანტინი და იზოლაცია რა შედეგს იძლევა. ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს მისთვის რა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ჩემთვის უპირველესი ადამიანის სიცოცხლეა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
კომენტარები