თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე, – აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქტიურად სრულდება 3-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანები.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მდგრადი საბრძოლო მზადყოფნის და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა.