მომავალ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში მოუსმენენ. ხვალ კი, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.
დღეს ფრაქციის ფორმატში მოსმენას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დაესწრება. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.
მოსმენები კომიტეტებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა. ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.
კომენტარები