ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი Pfeizer-ის ვაქცინით აიცრნენ, რომელიც საქართველოში მათთვის სპეცრეისით ჩამოიტანეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მსგავსი რეისი არ განხორციელებულა, არაფერი მსგავსი შესყიდვა არ განხორციელებულა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და თვითონაც არ არიან ამ ეტაპისთვის აცრილები ამ ვაქცინით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კომენტარები