დღეიდან 7 იანვრამდე ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.
„31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ!“, – აღნიშნულია პოსტში.
კომენტარები