ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებზე გავლენის მოხდენის დაშვებას არ ჰქონდეს ადგილი“.
”როგორც აღმოჩნდა, თანამოსაუბრესთან საუბარს გვარამია თავად იწერდა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი შედგა იმ პერიოდში, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილებოდა და გვარამია ამ პროცესში მხარეს წარმოადგენდა. გვახსოვს სხვა შემთხვევებიც, როცა გარკვეული ფორმით მოსამართლეებზე და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს ჰქონდა ადგილი. იყო პირდაპირი და ღია მუქარები მოსამართლეთა მიმართ. ეს აბსოლუტურად გასულია გამოხატვის თავისუფლებისაგან და არის მიუღებელი”, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.
კომენტარები