საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად განიტვირთა ამ პერიოდის განმავლობაში და 2 900 საწოლი არის თავისუფალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფალი საწოლების გარკვეული ოდენობა მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდა.
„გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით, აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმა სვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომენტარები