კოვიდგადატანილი ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს შეიძლება ანტისხეულები არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ იმუნიტეტი არ აქვთ. ჯერჯერობით, სამეცნიერო პუბლიკაციები რაზეც მიგვანიშნებს, 8 თვის განმავლობაში ადამიანს ძალიან კარგი იმუნიტეტი რჩება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„კოვიდგადატანილი ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს შეიძლება ანტისხეულები არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ იმუნიტეტი არ აქვთ. ჯერჯერობით, სამეცნიერო პუბლიკაციები რაზეც მიგვანიშნებს, 8 თვის განმავლობაში ადამიანს ძალიან კარგი იმუნიტეტი რჩება. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს. მსოფლიოში დაფიქსირებულია რეინფიცირების შემთხვევები, ჩვენ ვსწავლობთ დაახლოებით 10 საეჭვო შემთხვევას, თუმცა მსოფლიოში სულ 20-მდე შემთხვევაა დადასტურებული, ამიტომ 10 მხოლოდ საქართველოში ნამდვილად ვერ იქნება. მოვიძიეთ ამ ადამიანების პირველი დაინფიცირების ნიმუშები, უნდა გაიშიფროს ეს გენომი და მერე მოხდეს შედარება. ამას დრო სჭირდება, მაგრამ ლუგარის ცენტრს ამის შესაძლებლობა აქვს. სამეცნიერო კვლევებით 8-თვიანი იმუნიტეტი დასტურდება, მაგრამ თუ სხვა კორონავირუსებით ვიმსჯელებთ, იმუნიტეტი სულ მცირე 2 წელი რჩება“, – განაცხადა იმნაძემ.