„სიმართლე ცარიელი საავადმყოფოების ვიდეობის შესახებ“,- ამ სათაურით სტატიას BBC-ი ავრცელებს.
ბოლო პერიოდში ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, სადაც დიდი ბრიტანეთის დაცარიელებული საავადმყოფოებია ასახული.
ვიდეოების გამოქვეყნების მიზანია მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ კოორნავირუსის პანდემია გაზვიადებულია და ამას ის ადამიანები აკეთებენ, რომელბიც ლოქდაუნის მოწინააღმდეგები არიან და კორონავირუსის არ სჯერათ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დიდ ბრიტანეთში ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა.თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაცია მოახდინა, საავადმყოფოები ისეა მოწყობილი, რომ კოვიდ ინფიცირებულები დანარჩენი პაციენტებისაგან იზოლირებულად არიან.
ასევე, გადაიდო გეგმიური ოპერაციები. სწორედ ამიტომ საავადმყოფოს გარკვეული ფლიგელები, შესაძლოა, ისე გამოიყურებოდეს თითქოს ისინი ცარიელია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰოსპიტალები გადატვირთული არ არის.
„მითებისა და ჭორების გავრცელება, ძირს უთხრის სამედიცინო პერსონალის შრომას. ასევე მათი მეშვეობით ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ადამიანებს აგულიანებს არ დაიცვან საჭირო ზომები და თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან, ისევე როგორც სხვა ადამიანებისას“,- აცხადებს ერთ-ერთი იმ საავადმყოფოს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოშია ასახული.
ვიდეოებს კიდევ ერთი ექიმი, მეთიუ ლი გამოეხმაურა.
„გაბრაზებული ვარ, მაგრამ უფრო გულნატკენი. ძალიან მინდა, რომ ამ ხალხს შეეძლოს თავისი თვალით ნახოს კოვიდ-19-ით გამოწვეული ყველა სიკვდილი და გარდაცვლილთა რაოდენობა. მინდა მათ საავადმყოფოს ყველა მუშაკის თავდადების და შრომის დანახვაც შეეძლოთ. თუნდაც მხოლოდ ეს კვირა ისეთი რთული იყო“,- წერს მეთიუ სოციალურ ქსელ Twitter-ზე.