საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან ერთად, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. ”ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას მიანიჭა მანდატი ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკების გასამართად ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები