დეპუტატ გივი თარაგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტის შეფასებისას, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა რაიმე ტიპის ვერსიებზე საუბარი, თუმცა თუ საქმის კვალიფიკაცია შესაცვლელი იქნება, მას შესაბამისი ორგანო შეცვლის.
„გამოძიება სულ ორი დღეა, რაც დაიწყო, აქედან გამომდინარე, თუ კვალიფიკაცია იქნა შესაცველი, შეიცვლება, თუ არ იქნა შესაცვლელი, არ შეიცვლება. დღეს ძალიან ადრეა, ვისაუბროთ რაიმე ტიპის ვერსიებზე, თუ რა არის მომხდარი სინამდვილეში. ნუ იჩქარებთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
კომენტარები