მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ მის შესანარჩუნებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო.
„პანდემია გრძელდება, არის მუტაციები, ახალი შტამები ჩნდება და სიტუაცია ჯერ პროგნოზირებადი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები